იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაძარცვეს.
„ხვიჩა კვარაცხელიას უსიამოვნო ამბავი შეემთხვა. ცნობილი გახდა, რომ ის ნეაპოლში საკუთარ სახლში გაქურდეს. ქურდებმა მისი ავტომობილი Mini Countryman მოიპარეს. ამ დროისთვის ხვიჩა შინ იყო, მაგრამ ვერაფერი შენიშნა. ქართველმა ტალანტმა პოლიციაში საჩივარი უკვე შეიტანა. საბედნიეროდ, თავად ხვიჩა არ დაზიანებულა, მან დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა“ – წერს გამოცემა.
საქმეს იტალიური პოლიცია უკვე იძიებს.