ნატოს გენერალური მდივანი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების ფაქტს გმობს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ "ტვიტერზე" დაწერა.
ნატოს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, ეღიარებინა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელი რესპუბლიკები, გმობს და ამბობს, რომ ეს მინსკის შეთანხმებების დარღვევაა.
"ვგმობ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას. ის ანადგურებს ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტის გადაჭრისთვის იყო მიმართული და არღვევს მინსკის შეთანხმებებს. ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მოვუწოდებთ მოსკოვს, შეაჩეროს კონფლიქტის გაღვივება და აირჩიოს დიპლომატიის გზა," - წერს სტოლტენბერგი.