შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმეკვირიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
უწყების ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი 10 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ადიდებულ მდინარე რიონში გადახტა.