„ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები გუმათიდან ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაინაცვლებენ და ქუჩას გადაკეტავენ. „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის თქმით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, პიკეტირებები დაიწყება.
„ყველა ერთად უნდა დავიძრათ აქედან ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლის“ წინ მდებარე ტერიტორიაზე და გადავკეტოთ ქუჩა. ეს იქნება გამაფრთხილებელი გადაკეტვა, ამის შემდეგ, თუ არ იქნება გათვალისწინებული ჩვენი მოთხოვნები, დავაორგანიზებთ სხვადასხვა ადგილზე პიკეტირებას მუდმივ რეჟიმში“,- აცხადებს გოლეთიანი.