
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი მთის ფერდის ჩამოშლა და ქვის ცვენა გახდა.