მომღერალი მეგი გოგიტიძე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს ვინც მისი მიერ მოსკოვსა და სოჭში დაგეგმილ კონცერტს პროტესტით და კრიტიკით შეხვდა.
"ჩემი თავი მე მეკუთვნის... იდეა აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი! ჩემი ყველა ქმედება, ჩემს ქვეყანას მოემსახურება. თქვენი კომენტარები , რომლებშიც თქვენ აზიარებთ თქვენს აზრებს, თქვენს ცილისწამებას ... ეს როგორ შეგიძლიათ? მტერი ვერ იქნება ენა, კულტურა ადამიანი, ჩემი მტერი იქნება მხოლოდ პროპაგანდისტული მანქანა, რომლის ასე მძაფრად ამოქმედების შედეგად თქვენ შეიძლება ვერ იტანდეთ ერთმანეთს, ვერ მიტანდეთ მე, მაგრამ დამიჯერეთ, ყველაფერი კარგად იქნება. მანამდე თქვენ წერეთ, იყვირეთ. მთელი გულით მეცოდებით, განწირულები ხართ ამ ბოროტებისთვის და ბოღმისთვის, მაგარი გამძლეობა გაქვთ."– ამბობს მეგი გოგიტიძე