gorgia
ავერსი legi

მთავრობამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2026 წლის პროგრამა დაამტკიცა - დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

დოკუმენტის თანახმად, პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანის შემცირება.

პროგრამის ფარგლებში მოხდება მოსახლეობის ინფორმირება და კონსულტაცია, მონიტორინგის სისტემების გამოყენება, აზიური ფაროსანას მართვის ღონისძიებები და სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები.

„მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს გაცემული რეკომენდაციები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ეფექტიანი და უსაფრთხო ღონისძიებების შესახებ და დროულად უნდა ჩაატაროს მცენარეთა დაცვის ღონისძიებები საკუთარ_საკარმიდამო ნაკვეთებსა და სავარგულებში”, - აღნიშნულია დოკუმენტში.

პროგრამას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. სააგენტო უზრუნველყოფს მონიტორინგის განხორციელებას, რომელიც მოიცავს მაღალი რისკის ზონებში ფერომონიანი დამჭერების განთავსებას.

„აფხაზეთის ა/რ-ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღონისძიებების გასატარებლად, აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობას გადაეცემა 20 000 ლიტრი ბიფენტრიწის შემცველი ინსექტიციდი“, - ვკითხულობთ მთავრობის განკარგულებაში.

55