საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ შოვში, მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.
ამას გარდა, უწყება მოხალისეებს მოუწოდებს, რომ დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით თვითნებური გადაწყვეტილება არ მიიღონ, რადგან ეს სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის საფრთხის შემცველია.
"ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.
ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
აქვე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის." - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შოვში დღეს დილიდან ავიაციამ მუშაობა განაახლა. ადგილზე მუშაობას აგრძელებს სპეციალური ტექნიკაც. სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მესამე დღეა გრძელდება.
3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25-მდე პირს კი ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი. სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი, პროცესში ჩაერთო ჯარიც. შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი - 598 913 089.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თვითნებურად არ მიიღონ დრონების გამოყენების გადაწყვეტილება - საგანგებო
320
|