დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაცია აუცილებელია ორსულებისთვის.
მისივე თქმით, ქვეყანას აქვს " ფაიზერის" საკმარისი დოზები იმისთვის, რომ ყველა ორსული აიცრას.
"უნდა აიცრას ყველა ორსული, Pfizer-ის ვაქცინები საკმარისია ქვეყანაში და მოვუწოდებ თქვენი ეთერების მეშვეობით, ყველა ორსულს, ან იმ ქალბატონს, რომელსაც უნდა რომ დაფეხმძიმდეს, რომ აუცილებლად აიცრას. უკვე გვაქვს სამწუხაროდ 4 შემთხვევა ორსული ქალბატონის კოვიდით გარდაცვალების. ვთხოვ ჩემს კოლეგებს და მეან-გინეკოლოგებს, რომელთა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ორსული ქალბატონის მართვაში, რომ როდესაც მიდიან კონსულტაციაზე და იცით რომ სახელმწიფო პროგრამით 8 ვიზიტი არის განსაზღვრული ორსული ქალბატონის ექიმთან და აუცილებლად მისცენ შესაბამისი რეკომენდაცია. იცით რომ წელიწადში 60 ათასამდე ქალბატონი ფეხმძიმდება, საკმარისი დოზებია Pfizer-ის, იმისთვის, რათა ეს ყველა ქალბატონს ეყოს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.